მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სკოლების შემოსავლები საშუალოდ 13.7%-ით გაიზარდა და ₾526 მლნ-ს მიაღწია|Galt&Taggart

კვლევა

კერძო სკოლების შემოსავლები 2019-25 წლებში საშუალოდ 13.7%-ით გაიზარდა და 2025 წელს 526 მლნ ლარს მიაღწია. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული.

საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ კერძო სკოლების შემოსავლების ზრდა განსაკუთრებით დაჩქარდა 2021 წლიდან, რასაც კერძო განათლებაზე მზარდი მოთხოვნა, ახალი სკოლების გახსნა და სწავლის საფასურის ზრდა განაპირობებდა.

“კერძო განათლებაზე მზარდი მოთხოვნა აისახა 2021 წლის შემდეგ გახსნილი მსხვილი სკოლების სწრაფ გაფართოებაში - თბილისში, განსაკუთრებით გარეუბნებში გახსნილი სკოლები უკვე ასეულობით მოსწავლეს ემსახურება”, - წერია მიმოხილვაში და ბოლო 5 წელიწადში გახსნილი მსხვილი კერძო სკოლების რეიტინგს მიუთითებს, მათ შორის სამი - მწვანე სკოლაა.

მიმოხილვის მიხედვით, კერძო სკოლების შემოსავლების ზრდა როგორც მოსწავლეთა რაოდენობისა და სწავლის საფასურის ზრდამ, ისე ძვირადღირებული სკოლების გაფართოებამ განაპირობა.

“2025/26 სასწავლო წელს კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობამ 72.0 ათასს მიაღწია, ზრდის ტემპმა კი 2022-25 წლებში 4.2% CAGR შეადგინა. პანდემიის პერიოდის (2020-21) გამოკლებით, როდესაც მოსწავლეების ნაწილი კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში გადავიდა, 2015-19 წლებში მოსწავლეთა რაოდენობა წლიურად საშუალოდ 3.4%-ით იზრდებოდა.

კერძო სკოლების შემოსავლების ზრდას დამატებით ხელი შეუწყო მოქმედ სკოლებში სწავლის საფასურის ზრდამ და ძვირადღირებული სკოლების წილის ზრდამ ბაზარზე.”, - წერია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები