საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლატფრმა X-ზე კიდევ ერთ ტვიტს წერს.
"ხალხის გზავნილი მკაფიოა" - აცხადებს პრეზიდენტი.
მისი თქმით, ხალხი ეწინააღმდეგება რუსულ მარიონეტულ რეჟიმს.
„დედაქალაქიდან ყველაზე პატარა ქალაქებამდე ეს არის მოძრაობა, რომლის მსგავსიც ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. გზავნილი მკაფიოა დამიბრუნე ჩემი ხმა! დამიბრუნე ჩემი ევროპული მომავალი!“ - აცხადებს პრეზიდენტი.