მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხალხნო, თენდება და გამოდით აქციაზე" - ვითარება რუსთაველის გამზირზე 05:00 საათისთვის

აქცია

პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს არ ტოვებენ.

საპოლიციო ძალები მათი დაშლის მიზნით, პერიოდულად იყენებენ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს. დემონსტრანტები დროებით უკან იხევენ, მაგრამ მალევე ბრუნდებიან რუსთაველის გამზირზე, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა საგნით ბარიკადებს აგებენ; ასევე, კოცონი აქვთ დანთებული.

"დღეს არაა იმის დრო, რომ ვისხდეთ სახლში გულხელდაკრეფილები იმის იმედად, რომ რეჟიმი თავისით შეიცვლება. დღეს არჩევანი ორია - ან რუსეთი ან ევროპა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

"ხალხნო, თენდება და გამოდით აქციაზე", - მოუწოდა tv "პირველთან" ინტერვიუში თანამოქალაქეებს კიდევ ერთმა დემონსტრანტმა.

უკვე მეოთხე ღამეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები