მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხანდახან 100-50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს... ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება - ირაკლი კობახიძე

აქცია რუსთაველზე

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 29 ივნისს გამართულ საპროტესტო აქციაზე 2000 ქართველი ხალხი გამოვიდა, რაც სრული მობილიზაციის პირობებში სრული ფიასკოა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქის ცენტრალური გამზირის 100-მდე ადამიანის მიერ გადაკეტვას ჯარიმებით უნდა დაუპირისპირდნენ.

„გუშინ გამოვიდა 2000 ქართველი ხალხი, რაც არის სრული მობილიზაციის პირობებში, სრული ფიასკო, მეტი არ იყო. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც არ უნდა გწყინდეთ, გუშინ იყო პიკზე 2000 ქართველი ხალხი გამოსული. რაც შეეხება ჯარიმებს, სანქციებს, მსოფლიოში არ ხდება ასეთი რამ რომ 150 კაცი, ხანდახან 100 და 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენაა, ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება. არის მეორე მხარე, საზოგადოების ინტერესები, საზოგადოებას უნდა, რომ მშვიდად გაიაროს რუსთაველის გამზირზე, თუნდაც იმ ნახევარი საათის განმავლობაში, როცა იკეტება ხოლმე ქუჩა, ამას სჭირდება ბუნებრივია ჯარიმები, ამას სჭირდება შესაბამისი ზომები და ამას ყველა უნდა შეეგუოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები