მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზარაძე Vs კობახიძე: გელოდებით სასამართლოში!

ლელო
BM. GE
11.09.23 09:17
48

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის. ხაზარაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძის პირით  ცილისწამების ახალი კამპანია წამოიწყო. 

"ბიძინამ კობახიძის პირით ახალი ბინძური პროპაგანდა წამოიწყო. თურმე მე ვიყავი წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტში ჩართული. ყველაფერს აქვს საზღვარი, ეს ბინძური პროპაგანდა და ცილისწამება უნდა დამთავრდეს! კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს, მურუსიძეც ვერ უშველის ტრადიციულ გაყალბებაში.

ასევე, თქვენი პარტიის ბოტებს და ტროლებს ჩემს მიერ გამოსახლებული ხალხის სიაც წამოაღებინეთ, საბუთებით, ფაქტებით... გელოდებით! ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს! ირაკლი კობახიძე, გელოდებით სასამართლოში საბუთებით!", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

შეგახსენებთ: კობახიძის განცხადებით, პრემიერი საკუთარი ხარჯით გაემგზავრა საზღვარგარეთ და ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. კობახიძის თქმით, სპეკულაციებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს პრემიერის იმპიჩმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტზე.

„ეს არის ცარიელი სპეკულაცია. მამუკა ხაზარაძეზე შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო ბიზნესის რეკეტის სქემაში, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო მაშინ დანერგილი. არაფერი სასპეკულაციო არ არის ამ ყველაფერში, როდესაც პრემიერი საკუთარი ხარჯით მიემგზავრება საზღვარგარეთ. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული. დანაშაულზე და მსგავსი ტიპის სპეკულაციებზე საერთოდ არ ღირს კომენტარის გაკეთება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები