მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში უვიზოდ მოგზაურობის შემოღების შესაძლებლობას - შეხვედრა მალაიზიის პარლამენტში

სს
04.06.24 19:46
502

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მალაიზიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე მალაიზიაში იმყოფება.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ, დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა მალაიზიის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან - უან ვონგ ჩენისთან და მალაიზიის პარლამენტის უსაფრთხოების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან - ჯონათან ბინ იასინისთან.

შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებულ საპარლამენტო ურთიერთობებზე და სავაჭრო, ტურიზმის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში უვიზოდ მოგზაურობის შემოღების შესაძლებლობას.

ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე. მათ კოლეგებს გააცნეს "შუა დერეფნის" პროექტთან დაკავშირებული სიახლეები.

დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მალაიზიის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მალაიზიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები