მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხეებს გადაიტან-გადმოიტან, ყველა სურვილს რომ ისრულებ, ჩვენც გვაცალე თავისუფლება“ - შურღაია

ნიკოლოზ შურღაია

მენეჯერ ნიკოლოზ შურღაიას აზრით, ბიძინა ივანიშვილს დასავლეთი სძულს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ყოფილი პრემიერის საჯარო გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

ნიკოლოზ შურღაიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პირადად იცნობს, არ სჯერა, რომ „რუსული კანონის“ მიღების დავალება მმართველი პარტიის დამფუძნებელმა რუსეთისგან მიიღო და ასეც რომ იყოს, მისი აზრით, ყოველთვის არის გამოსავალი და სხვა გზა.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს აქვს შიში დაკარგოს ძალაუფლება, თავისი მნიშვნელობა და ასევე, სძულს დასავლეთი.

„ყოველთვის არსებობს სხვადასხვა გზა... ჩვენ დემეტრე თავდადებული გვყავდა და ცოტნე დადიანიც. სახარებისეულია - ვისაც მეტი ჩაებარება, მას მეტი მოეკითხება და მოდი რა, თუ ჩაიბარე ეს ქვეყანა, შუშის სასახლეში რომ ცხოვრობ, ამ სიმდიდრეში რომ ცხოვრობ, ყველა სურვილს რომ ისრულებ - ხეებს გადაიტან-გადმოიტან, რუსთაველზე აგვიშენებ მახინჯ შუშის შენობებს... ეს ყველაფერი ხომ გაქვს, არა?! გვაცალე, ჩვენ ჩვენი პატარა თავისუფლება, თუ შეიძლება; რაც უფრო შედის დაუკრეფავში, უფრო და უფრო ძნელი გამოსასვლელი ხდება.

მას ეშინია დასავლეთის, რომ დაასანქცირებენ. მას სძულს დასავლეთი. რატომ? იმიტომ რომ მას არ იღებენ იქ, შეუთავსებელია საქართველო თავში ივანიშვილისნაირი ოლიგარქით. მან ეს იცის და ძალიან ცუდი ტყუილი გვითხრა, რომ 2030 წელს შევალთ ევროკავშირში. იმედი მაქვს, რომ შევალთ, მაგრამ სახელმწიფოს სათავეში ივანიშვილის გარეშე“, - აცხადებს ნიკოლოზ შურღაია.

„წერტილთან“ ინტერვიუში მან ბიძინა ივანიშვილი თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებაში“ ვარლამ არავიძის პერსონაჟს შეადარა - „ივანიშვილმა თავი დიქტატორად გამოაცხადა“.

„მე ძალიან მეშინია თვალში არ ამომიღოს, ვიცი, რომ საკმაოდ ბოღმიანი კაცია და ბევრი ამოუღია, მაგრამ რაც არ უნდა ვინმემ დამაზიანოს, ბევრად უფრო დიდ ზიანს მიიღებს თავად. მე მზად ვარ ყველაფრისთვის. ბევრად უფრო მეშინია ვარლამ არავიძესთან პირისპირ დარჩენის, ვიდრე ახლა შეწინააღმდეგების, რადგან მასში, ფაქტობრივად, გამოცხადებულ დიქტატორს ვხედავ“, - თქვა ნიკოლოზ შურღაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები