"ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, საგარეო მიმართულებით პოლიტიკაა, რომ აშშ-ის და ევროკავშირისგან საპასუხო ნაბიჯებს ელიან. მან ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვას, თუ როგორია საგარეო მიმართულებით მოლოდინები ურთიერთობების გადატვირთვაზე, კობახიძემ ასე უპასუხა:
"ჩვენ ხელი გვაქვს გაწვდილი როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის მიმართ და მოთმინებით ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს. ეს არის [საგარეო მიმართულებით] ჩვენი პოლიტიკა. ძალიან მკაფიო განცხადებები გვაქვს გაკეთებული როგორც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ",- ამბობ ირაკლი კობახიძე.




























