მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხელისუფლებას არ გამოუვა დამნაშავის სხვაგან ძებნა“ – თამარ ხიდაშელი EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პერსპექტივაზე

ანალიტიკა

„ბურთი ყოველთვის იყო ხელისუფლების მხარეს. ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაიწყოს რეალური რეფორმები. სწორედ ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ხელისუფლებას არ გამოუვა დამნაშავის სხვაგან ძებნა. ხელისუფლება არის მთავარი პასუხისმგებელი,“ – ამის შესახებ საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების კონტექსტში „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ თამარ ხიდაშელმა ისაუბრა.

საქართველოში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ჯოზეფ ბორელმა თქვა: „ევროკავშირში გაწევრიანება სერიოზული ვალდებულებაა, კანდიდატის სტატუსი არ არის ის, რის მიღების უფლებამოსილებაც ქვეყნებს გააჩნიათ. მისი დამსახურებაა საჭირო სერიოზული რეფორმების გატარებისა და ევროკავშირის ღირებულებების დაცვის გზით. გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი“.

რამდენიმე კვირაში ევროკავშირი ბლოკში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს და პირველად წარადგენს მოხსენებას საქართველოს, როგორც გაფართოების ქვეყნის პროგრესის შესახებ.

თამარ ხიდაშელს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დღის წესრიგში დაყენება, თან ევროპული ტურნეს გამო, რითაც სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის EU-ს სტატუსის მინიჭების პროცესს უნდა დახმარებოდა, სრულიად აცდენილია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

„ამ ნაწილში თანხვედრა ჩვენი ვალდებულებაა ასოცირების შეთანხმებით და ამას ბორელმაც გაუსვა ხაზი, როდესაც პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლებას ამ ვალდებულებაზე პირდაპირ მიანიშნა– თქვა, რომ სამწუხაროა, რომ საგარეო პოლიტიკის მხრივ აცდენა არის – თუმცა, იგივე პრესკონფერენციაზე დამაჯერებელი პასუხები პრემიერმინისტრის მხრიდან ჩვენ არ მოგვისმენია,“ – ამბობს თამარ ხიდაშელი „ანალიტიკა“–სთან.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თქმით, ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ყველა კრიტერიუმს ერთობლიობაში შეხედავს.

„აჩვენა თუ არა ხელისუფლებამ ნება, რომ შესაძლოა, რაღაც რეფორმის განხორციელება უჭირს და ეს ნორმალურია – ვიცით, რომ დამოუკიდებელ სასამართლოს ერთ ან ორ წელიწადში ვერ მივიღებთ – ეთანხმება თუ არა ქვეყნის პოლიტიკა მის საგარეო პოლიტიკას. საბოლოო ჯამში რის იმედიც გვაქვს ეს გეოპოლიტიკური ვითარებაა“ – ამბობს თამარ ხიდაშელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები