მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელოვნების საერთაშორისო თაღლითობა, რომელშიც ქართველი არტ დილერიც ფიგურირებს

კურბე

ლონდონში არსებული გალერეის მეპატრონე პატრიკ მატიესენი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა. მან გუსტავ კურბეს დედა და შვილი ჰამაკში (Mother and Child on a Hammock), რომლის საბაზრო ღირებულებაც ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი იყო გარიგების დროს დაკარგა.

2023 წელს გაყიდვის მიზნით მატიესენმა ნახატი ნიუ იორკის ერთ-ერთ გალერეას ანდო, რის შემდეგაც მას ვიღაც ტომას დოილი დაუკავშირდა. დოილის თქმით, იგი ყოფილი სამხედრო იყო, მისი გვარი ცნობილ სააუქციონო სახლს Doyle Auctions-ს დაუკავშირა და დაარწმუნა მატიესენი, რომ მის ოჯახს უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია ჰქონდა.

როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, თომას დოილი თაღლითობისთვის 11-ჯერ იყო ნასამართლები, თუმცა დოილი, რომელიც მატიესენს დაუკავშირდა ამ სახელის ნაცვლად ინიციალებით A.J. ოპერირებდა. გადამოწმებისას დიდ სააუქციონო სახლებში მატიესენს დაუდასტურეს ამ პიროვნების რეალურობა და სანდოობა, თუმცა თომას დოილმა ორი წელი ციხეში გაატარა 2007 წელს ედგარ დეგას ქანდაკების მოპარვისთვის.

დოილმა მატიესენის დასარწმუნებლად არაერთი ნახატი გაგზავნა ლონდონში ნამდვილობის დასადგენად, მათ შორის ელ გრეკოს, პიტერ პაულ რუბენსის და მიქელანჯელოს ნამუშევრები, რომლებიც მართლაც ორიგინალები აღმოჩნდა.

დოილმა საბოლოოდ მატიესენი დაარწმუნა, რომ ნიუ იორკში მყიდველი ჰყავდა, რომელიც 550 000 დოლარად კურბეს ნახატს იყიდდა. სწორედ ამ მომენტში შემოდის საქმეში შალვა სარუხანიშვილი, რომელმაც ნახატი Jill Newhouse Gallery-ის 115 000 დოლარად მიჰყიდა, რომელმაც იგი ცნობილ კოლექციონერ ჯონ ლანდოზე 125 000 დოლარად გადაყიდა. ორივე გაყიდვისას მყიდველებს ცრუ გაყიდვების ისტორია მიაწოდეს, სადაც მატიესენის შესახებ არაფერი იყო ნახსენები.

მიუხედავად იმისა, რომ ნახატი ნიუ იორკში ორჯერ გაიყიდა, ლონდონში მყოფ მატიესენს აღარც ნახატი უნახავს და არც ფული. დოილმა კი ყველაფერში სარუხანიშვილი დაადანაშაულა და ურჩია მატიესენს მას დაკავშირებოდა. სარუხანიშვილი ჯერ გამოვიდა კონტაქტზე, თუმცა მატიესენის მტკიცებით თხოვნებს ირიდებდა და კონტაქტი მალევე შეწყვიტა.

დოილი გასულ თვეში FBI-მ დააკავა, ხოლო სარუხანიშვილი იძებნება როგორც დანაშაულებრივი სქემის ფიგურანტი.

შალვა სარუხანიშვილი ნიუ იორკში ბიზნესს ფლობს - SHALVA SARUKHANISHVILI FINE ART, INC., ხელოვნების სფეროში 17-წლიანი გამოცდილების მქონე, ცნობილი არტ დილერია, აქვს მაგისტრის ხარისხი არქეოლოგიაში, ეთნოლოგიაში და სამართალში. მისი კომპანია ამერიკაში სპეციალიზდება შუა საუკუნეების, ასევე მე-19 და მე-20 საუკუნეების ფერწერისა და ქანდაკების ნიმუშებზე. ამ რეპუტაციის მქონდე შალვა სარუხანაშვილი ისეთივე მსხვერპლი გამოდის, როგორც მატიესენი, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები