მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნურ ინტელექტს 3-5 წელიწადში ჯანდაცვაში ტრანსფორმაციული როლი ექნება - დავით მრელაშვილი

დავით მრელაშვილი

დავით მრელაშვილის თქმით, ხელოვნურ ინტელექტს მსოფლიო ჯანდაცვაში 3-5 წელიწადში ტრანსფორმაციული როლი ექნება. მრელაშვილი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში მედიცინაში თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს, BMGTV-ის გადაცემა “ჯანდაცვის სტანდარტში” ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის როლზე ისაუბრა.

“არ არსებობს დარგი და სფერო, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი არ შეეხო. მედიცინაში ხელოვნურ ინტელექტს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს და კიდევ ექნება. სისწრაფე, რითაც ვითარდება ხელოვნური ინტელექტი, უპრეცედენტოა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტექნოლოგიური განვითარების სფეროში.

მედიცინაში ერთ-ერთი საინტერესო იყო ის, რომ წელიწად-ნახევრის წინ, ხელოვნურ ინტელექტს მისცეს ამერიკის სალიცენზიო გამოცდები, რომელიც ჩააბარა 29%-ზე და რამდენიმე თვის წინ უკვე 98%-იანი შედეგი აჩვენა, აქედან გამომდინარე უნდა ველოდოთ, რომ ექიმები იქნებიან ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პროგრამები, რომელიც უფრო ჩქარ და ეფექტურ მომსახურებას გაუწევენ პაციენტებს.

ხელოვნურ ინტელექტს რა რაოდენობის ინფორმაციის დამუშავებაც შეუძლია, ძალიან რთულია ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ დამუშავდეს. მართალია, მსოფლიოში ჯერ კიდევ ისეთი განვითარებული არ არის ტექნოლოგია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ზუსტი დიაგნოზის დასმა შეძლოს, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ აჩქარებულია და ვფიქრობ, ტრანსფორმაციული როლი ექნება უახლოეს მომავალში, 3-5 წელიწადში, როდესაც ამის გაკეთებასაც შეძლებს.

ამის ერთ-ერთი მარეგულირებელი მექანიზმია, ლეგალური ჩარჩო, რომელიც ყველა ქვეყანას გააჩნია. დღეს უბრალოდ ხელოვნურ ინტელექტს ვეძახით, თუმცა არის ხელოვნური ინტელექტის დონეებიც, მაგალითად, ზოგადი ხელოვნური ინტელექტი (Artificial General Intelligence) და კიდევ ერთი საფეხური - ხელოვნური ინტელექტის სუპერ ინტელიგენცია (Artificial Super Intelligence), როდესაც ადამიანის ჩარევა ხელოვნურ ინტელექტს აღარ დასჭირდება და თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს. თუმცა ამის რეგულირება აუცილებლად უნდა მოხდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი სწორად იყოს გამოყენებული და მსოფლიომ თავი დაიცვას ბოროტი აქტორებისგან”, - ამბობს დავით მრელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები