მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტი უფრო დიდ ტრანსფორმაციას მოახდენს, ვიდრე მობილური ტელეფონი - Publicis Groupe-ის თავმჯდომარე

მორის ლივაი

შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა გასული წლის უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიას - ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. ამ თემაზე ეწყობა, როგორც პანელური დისკუსიები, ასევე საჯარო გამოსვლები, ხოლო ხელოვნური ინტელექტის გავლენას და მნიშვნელობას მსოფლიო ლიდერები პირად და საჯარო საუბრებში განიხილავენ.

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მარკეტინგული და საკომუნიკაციო სააგენტოს, ფრანგული Publicis Groupe-ის თავმჯდომარის, მორის ლივაის შეფასებით, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი დედამიწაზე უფრო დიდ ტრანსფორმაციას მოახდენს, ვიდრე მობილური ტელეფონი.

“ხელოვნური ინტელექტი იქნება ყველგან და ამას უნდა შევეგუოთ. ამ ტექნოლოგიას უნდა მოვერგოთ და მისი გამოყენება ვისწავლოთ. ხელოვნური ინტელექტის არ უნდა გვეშინოდეს, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, რამდენიმე წლის განმავლობაში, ამ ტექნოლოგიის გამოყენებამ სამუშაო ადგილები შეამციროს. საბოლოო ჯამში, ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის კარგი იქნება. ის უფრო დიდ ტრანსფორმაციას მოახდენს, ვიდრე მობილური ტელეფონი”, - განაცხადა მორის ლივაიმ CNBC-სთან საუბრისას.

შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები