წელს 8 თვეში საქართველომ ექსპორტზე 13.7 მლნ აშშ დოლარის 9,247 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა, რაც 32%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ძირითადი საექსპორტო ბაზარი, სადაც პროდუქციის 26%-ზე მეტი გავიდა აშშ-ა, მას კი ისრაელი და იაპონია მოჰყვება.
BM.GE დაინტერესდა, საექსპორტო ბაზრებით და ექსპორტიორი კომპანიებით. სად და ვინ გაიტანა ყველაზე მეტი ე.წ ნატურალური წვენი საქართველოდან წლის პირველ 8 თვეში.
საექსპორტო ქვეყნების TOP-10 :
- აშშ - $5.7 მლნ;
- ისრაელი - $3.2 მლნ;
- იაპონია - $1.2 მლნ;
- ავსტრალია - $1.1 მლნ;
- გერმანია - $ 1.08 მლნ;
- რუსეთი - $ 725.9 ათასი;
- სომხეთი - $ 453.1 ათასი;
- საბერძნეთი - $ 377.8 ათასი;
- აზერბაიჯანი - $ 340.4 ათასი;
- კანადა - $207.5 ათასი.
რაც შეეხება ხილის წვენების ექსპორტიორ კომპანიებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:
- წყალი მარგებელი;
- შპს Georgian Industrial Asset Management Group;
- შპს ანტონი და კომპანია;
- შპს არომაპროდუქტი;
- შპს გსქ კულა;
- შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო;
- შპს სფეშელ ბრენდს;
- შპს შინდისი;
- შპს ჯეო კონცენტრატი;
- შპს ჯორჯიან ნექტარ.
ვის ეკუთვნის ხილის წვენების მწარმოებელი TOP-10 კომპანია საქართველოში?