მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხის კოტეჯების მშენებელი კომპანია “დიდოსტატი” - როგორია მოთხოვნა? - თინათინ სამყურაშვილი ქალების ნარატივში

კერძო სახლის მშენებლობა ბევრი ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თუმცა ეს პროცესი პირდაპირ უკავშირდება სამშენებლო მასალებისა და მომსახურების ბაზარზე არსებულ ფასებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.4 პროცენტით არის გაზრდილი, რაც ძირითადად ტრანსპორტირების, საწვავის, ელექტროენერგიისა და სამშენებლო მასალების გაძვირებით აიხსნება. თუმცა, წინა თვესთან შედარებით ფიქსირდება 0.8 პროცენტიანი კლება, რისი მთავარი მიზეზიც სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასის 6.5 პროცენტიანი შემცირებაა. ამ ცვალებადი მაკროეკონომიკური მონაცემების ფონზე, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რეალურად რა უჯდება მომხმარებელს სასურველი პროექტის განხორციელება და რა ალტერნატივებს სთავაზობს ბაზარი. დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება ხის კარკასული, ეკოლოგიური სახლები, რომელთა აშენებაც 4-დან 10 კვირამდე ვადაშია შესაძლებელი. ამ მიმართულებით ბაზარზე წარმატებით ოპერირებს კომპანია „დიდოსტატი“, რომელიც მომხმარებელს როგორც ხის, ისე ტაუნჰაუსებისა და აგურის სახლების პროექტებს სთავაზობს. როგორია სამშენებლო სექტორში არსებული დინამიკა და ფასწარმოქმნა?

სტუმარი: თინათინ სამყურაშვილი - “დიდოსტატი”, დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები