კოალიცია „ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა.
„ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ, რომლის შეფასებით, 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი არჩევნები საქართველოს მომავლისთვის.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის. ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას, როცა ამ ქვეყანაში დაიწყება ნამდვილი რეფორმები, როცა ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი.
ჩემი მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, დილიდანვე მოქალაქეების აქტივობა არის იმის ნიშანი, რომ ხალხს უნდა ცვლილებები.
"ჩვენ დღეს ვიმარჯვებთ. იმარჯვებს ქართველი ხალხი", - ამბობს პოლიტიკოსი.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ანუ საკანონმდებლო ორგანოში 150 მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველმა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უნდა გააფერადოს საქართველოში არსებულ უბნებზე, ხოლო საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე - შემოხაზონ.