მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხმის მთვლელ აპარატზე მოთავსდება ქაღალდისებრი დაფარვა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შეუძლებელი იყოს გამოჟონვის კვალის იდენტიფიცირება - კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი

"ხმის მთვლელ აპარატზე მოთავსდება ქაღალდისებრი დაფარვა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შეუძლებელი იყოს გამოჟონვის კვალის იდენტიფიცირება", - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ჩარჩო ფორმა რომელშიც ამომრჩეველი ბიულეტენს ათავსებდა, ამ ჩარჩო ფორმის დაგრძელებაც განხორციელდა.

"იმისთვის რომ მომდევნო არჩევნები და ამ შემთხვევაში 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალური არენები დავიცვათ და მაქსიმალურად შევამციროთ სპეკულაციებისთვის სივრცე, რომელიც სხვადასხვა ჩართულმა მხარემ მისცა ხელი მათ არსებობას. ჩვენ უზრუნველყავით შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამ ყველაფრის გადაზღვევა და პრევენციული მექანიზმების მიღება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ხმის მთვლელ აპარატზე მოთავსდება ქაღალდისებრი დაფარვა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შეუძლებელი იყოს გამოჟონვის კვალის იდენტიფიცირება, მიუხედავად იმისა, რომ მარკერის კვალის უკანა გვერდზე არსებობა არ ნიშნავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებად. გაკეთდება შესაბამისის საფარი და ამასთანავე ჩარჩო ფორმა რომელშიც ამომრჩეველი ათავსებდა ბიულეტენს განხორციელდა ამ ჩარჩო ფორმის დაგრძელება", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები