მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

6461d5d80597c
BM.GE
15.05.23 10:56
786
თურქეთში, გუშინ ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შედეგებს ამ დრომდე ითვლიან. ხმების 99.2% უკვე დათვლილია. საბოლოო შედეგები დღის განმავლობაში უნდა გახდეს ცნობილი.

პირველადი შედეგების მიხედვით კი, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი AK Parti ლიდერობს, რომელსაც ხმების 35.43% აქვს მოპოვებული, მეორე ადგილზეა CHP (რესპუბლიკური სახალხო პარტია) – 25.4%-ით, მესამეზე - ოპოზიციური პარტია MHP (ნაციონალური მოძრაობის პარტია) ხმების 10.05%-ით, ხოლო მეოთხეზე პარტია Iyi – 9.78%-ით, მწვანეთა პარტია Yesil Sol-ი კი მეხუთე ადგილზე 8.79%-ით. დანარჩენ პარტიებს ხმების 3%-ზე ნაკლები აქვთ მიღებული.

არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ერდოღანის AK Parti-ს ალიანსი შეძლებს პარლამენტში უმრავლესობის ფორმირებას.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, წინასწარი მონაცემებით, ხმების 49.38% აქვს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, მის მთავარ კონკურენტს, ქემალ კილიჩდაროღლუს კი - 44.97%. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები