მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხომლის მარანი” - ლეგენდიდან ლეგენდარულ ღვინომდე

ბიოღვინო
BM. GE
11.09.23 17:59
99

ათასობით წლებია, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოს იდენტობის, კულტურისა და ტრადიციების ნაწილია. მიწათმოქმედთა ქვეყანაში ცხრა რეგიონი გვაქვს, სადაც ვაზის ადგილობრივ 525-ზე მეტი ჯიშისგან ღვინოს ისე ვამზადებთ, როგორც თავდაპირველად - რუდუნებით, სიყვარულითა და პატივისცემით.

ვაზის ერთ-ერთი უძვირფასესი ქართული ჯიში უსახელოური, ისტორიულად, ლეჩხუმში, ხვამლის მთის ფერდობებზე ხარობს. თავად ხვამლი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, მისტიკური და ზღაპრული ადგილია. გადმოცემით, აქ ქართველ მეფეთა განძთსაცავი ყოფილა და სხვადასხვა დროს, ბერძნულ მითიურ გმირებსაც უმოგზაურიათ. საინტერესოა სიტყვის ეტიმოლოგიაც: მეგრულად ”ხვამილ” დალოცვილს ნიშნავს. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, “ხომლი”ვარსკვლავთა კრებულია. ნიშანდობლივია ისიც, რომ ხომლის მთის გამოქვაბულებში აღმოჩენილი უნიკალური პიქტოგრამები პლანეტათა სიმბოლოები აღმოჩნდა და ძვ.წ.-ის 5604 წლის პლანეტების განლაგებას ზუსტად იმეორებდა. ეს თარიღი კი შუმერთა და ქართველთა წარღვნის შემდგომი წელთაღრიცხვის დასაბამად მიიჩნევა.

დღეს, ამ პიქტოგრამების ნახვა ყველაზე ეროვნული პროდუქტის - ქართული ღვინის ეტიკეტებზეა შესაძლებელი. პრემიუმ კლასის, ბიო-ღვინოების მწარმოებელი კომპანია „ხომლის მარანი“ თამაზ ომანაძემ 2010 წელს დააარსა. კომპანიის ვენახი ლეჩხუმში, ხვამლის მთის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე, სოფელ ოყურეშშია გაშენებული და ყოველწლიურად, მოსავლის მიხედვით, საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან, 500-დან 1500 ბოთლამდე, ბიოორგანული, პრემიუმ კატეგორიის ქვევრის ღვინო და ჭაჭა ყენდება: უსახელოურისგან ორი წითელი ღვინო (ერთი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი, მეორე მშრალი) და ერთი ჭაჭა მზადდება, ლეჩხუმის მწვანე ცოლიკაურისაგან — თეთრი, მშრალი ღვინო და ჭაჭა.

2016 წლიდან, "ხომლის მარანი“ სერტიფიცირებული ბიოღვინის მწარმოებელი პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი კომპანიაა დასავლეთ საქართველოში.

შედეგად, კომპანიის წარმოებული საავტორო ღვინო “უსახელოური”და „მწვანე ცოლიკაური“,  რომელიც იწარმოება „ხომლის“ ბრენდის ქვეშ, ყველაზე ძვირად ღირებულ ღვინოდ ითვლება, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ქვევრის ღვინოები ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში Hedonism Wines-ში იყიდება, სადაც ასევე ყველაზე ძვირად ღირებულ ქართულ ღვინოდაა მიჩნეული.

„ხომლის“ ბრენდის ღვინოების დასაგემოვნებლად და შესაძენად, ი. აბაშიძის 60-ს, “8000 მოსავლის” მაღაზია-ბარს ეწვიეთ.

მასალა წარმოადგენს ბრენდის ინტელექტუალურ საკუთრებას. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Khomlis Marani.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები