მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერიოზული მარკეტინგული კამპანია გვჭირდება და არა მოვალეობის მოხდის მიზნით გამოფენების დაფინანსება -მეღვინე

64be8f81950ac
ანუკა ჯოხაძე
29.07.23 19:31
787
მეღვინეების ნაწილი სახელწმიფოს მოუწოდებს, რთვლის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა ქართული ღვინის პოპულარიზაციას მოხმარდეს.

“ხომლის მარნის” დამფუძნებელი თვლის, რომ დღეს სახელწმიფოს მხრიდან დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებს, რომლებიც ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება მნიშნელოვანი ეფექტი არ აქვს. მისივე თქმით, სახელმწიფომ ისეთი კამპანია უნდა აწარმოოს, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანს.

“სამწუხაროდ, ქართულ მეღვინეობას არ იცნობს მსოფლიო, არც ევროპაში იცნობენ. ძალიან სერიოზული მარკეტინგული კამპანიის წარმოებაა საჭირო და არა მოვალეობის მოხდის მიზნით რაღაც გამოფენებში მონაწილეობის დაფინანსება. უნდა იყოს გათვლილი  რომელ ბაზარზე შევიდეთ და ჩავატაროთ მარკეტინგული აქტივობები, ამაზე უნდა დაიხარჯოს თანხა”,-ამბობს თამაზ ომანაძე.

იგივე პოზიცია აქვს კომპანია “თბილღვინოს” დირექტორ ზურაბ მარგველაშვილს. მისი თქმით, სუბსიდირებისთვის გამოფილი თანხით ქართული ღვინის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, რადგან დღეს ღვინის სამშობლოდ წოდებულ ქვეყანაში წარმოებულ ღვინოს მსოფლიო არ იცნობს, რის გამოც მწარმოებლები ისევ დამოკიდებული არიან არასტაბილურ ბაზრებზე.

“ვისურვებდით, რომ ის თანხა, რაც სუბსიდირებაზე იხარჯება დაიხარჯოს ზოგადად საქართველოს როგორ მეღვინეობის ქვეყნის ცნობადობის ზრდაზე. ეს გრძელვადიანი პროცესია”,-ამბობს მარგველაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები