მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხრაშუნა სნექი BITE - პირველი ქართული food-tech სტარტაპის პირველი პროდუქტი

გლობალურ ბაზარზე კვების ტექნოლოგიების ინდუსტრია წარმოუდგენელი ტემპით იზრდება. ქართულ რეალობაში ამ სივრცის ათვისება ახლა იწყება და ერთ-ერთ პირველ, წარმატებულ პრეცედენტს კომპანია „Taste lab“ წარმოადგენს. სტარტაპის მიზანს ტრადიციული ქართული ინგრედიენტებისა და თანამედროვე კვების მეცნიერების სინთეზით ინოვაციური პროდუქტების შექმნა წარმოადგენს. მათი პირველი პროდუქტი, სახელწოდებით BITE, იოგურტსა და მაწონზე დაფუძნებულ ხრაშუნა სნექს წარმოადგენს. წარმოების რთული პროცესი სუბლიმაციის, ანუ სწრაფი გაყინვისა და შრობის ტექნოლოგიას ეფუძნება. პროდუქტი არ შეიცავს დამატებულ შაქარს და ჯანსაღი კვების ალტერნატივას ქმნის.

სტუმრები: სანდრო კანდელაკი - Taste lab, თანადამფუძნებელი

ნინო ქერდიკაშვილი - Taste lab, მარკეტინგის ხელმძღვანელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები