მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა

ხუდადოვის ტყე

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ტერიტორიაზე 150 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს, ასევე, ტერიტორია გაიწმინდა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.

„დღეს მუნიციპალიტეტი შეუერთდა გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს. აქციის ფარგლებში, სამი სახეობის ნერგები დავრგეთ, ასევე, ხდება ტერიტორიის დასუფთავება. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ხუდადოვის ტყეში ნერგები წელს კიდევ დაირგვება და მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან სარეკრეაციო სივრცეზე ზრუნვას“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიამ.

ხუდადოვის ტყის ფართობი დაახლოებით, 40 ჰექტარია.

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 წელს გამოცხადდა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები