2025 წლის ხუთ თვეში აშშ-დან საქართველოში სულ 263 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით, ანუ 44 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
მათ შორის ყველაზე მეტი 59 მილიონი დოლარი მაისში გადმოირიცხა, რაც წლიურად 25%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის თანახმად, აშშ-დან ფულადი გზავნილების მატება უკანასკნელ წლებში საქართველოდან აშშ-ში მიგრაციული ტალღის გაფართოებას ემთხვევა.
შედარებისთვის, 2020 წელს აშშ-დან გზავნილები 218 მილიონი დოლარი იყო, რაც 2025 წელს მხოლოდ 5 თვის გზავნილებზე ნაკლებია. 2021-ში გზავნილები $284 მლნ-მდე გაიზარდა, 2022-ში $327 მლნ-მდე, 2023 წელს $460 მილიონი იყო, 2024 წელს კი 573 მილიონამდე გაიზარდა. წელს სავარაუდოდ აშშ-დან გზავნილებმა შეიძლება 700 მილიონ დოლარსაც მიაღწიოს თუკი ზრდის არსებული ტემპი გაგრძელდება.
2025 წლის 5 თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 1 მილიარდ 399 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 1.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში აშშ-ზე მთლიანი გზავნილების 19% მოდიოდა. მეორე ადგილზეა იტალია 244 მილიონის გზავნილებით, რაც მთლიანი გზავნილების 16%-ია. მესამე პოზიციას კი 177 მილიონი დოლარით რუსეთი იკავებს.




























