უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, ერდოღანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
გთავაზობთ პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლიდან ხუთ ძირითად დეტალს.
- ზელენსკიმ დაადასტურა, რომ სტამბოლში რუსეთთან და აშშ-სთან მოლაპარაკებების გასამართად მაღალი დონის დელეგაციას გაგზავნის, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით.
- რუსეთი სტამბოლში „დაბალი დონის დელეგაციას“ აგზავნის, განაცხადა ზელენსკიმ და მიანიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გამოც რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს „სერიოზულად“ არ ეკიდება.
- ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა „მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის“.
- ზელენსკის მოწოდება იყო, რუსეთზე დამატებითი ზეწოლა და სანქციების გამოყენება.
- უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა პირდაპირი მოლაპარაკებები შესთავაზა, ის [პუტინი] პირადად არ დასწრებია მათ. „მას არ სურს ცეცხლის შეწყვეტა“, - თქვა ზელენსკიმ.




























