საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა 2025-2028 – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ განიხილეს. და მხარი ერთხმად დაუჭირეს.
კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ დავით სონღულაშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ქარსელაძეს და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტების სახელით, საქმიანობაში წარმატება უსურვა.