მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხუთსაათიანი შეზღუდვის შემდეგ, ირანმა საჰაერო სივრცე გახსნა - Reuters

ირანი

ირანმა ხუთსაათიანი შეზღუდვის შემდეგ საჰაერო სივრცე კვლავ გახსნა. ფრენების აკრძალვის მიზეზი აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების მზარდი საფრთხე გახდა, რამაც ავიაკომპანიებს რეისების გაუქმების, შეცვლის ან დაგვიანებისკენ უბიძგა.

აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, ირანმა საჰაერო სივრცე ოთხშაბათს, თბილისის დროით 02:15 საათზე ჩაკეტა. აკრძალვა არ ეხებოდა მხოლოდ იმ საერთაშორისო რეისებს, რომლებსაც ოფიციალური ნებართვა ჰქონდათ.

სამეთვალყურეო სერვის Flightradar24-ის მონაცემებით, შეზღუდვა რამდენიმე საათში მოიხსნა. საჰაერო მიმოსვლა პირველმა ირანულმა კომპანიებმა — Mahan Air-მა, Yazd Airways-მა და AVA Airlines-მა განაახლეს.

საჰაერო სივრცის დროებითი ჩაკეტვა რეგიონში დაძაბულობის ზრდას უკავშირდება:

შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა არაერთ მსხვილ გადამყვანზე:

  • IndiGo და Air India: ინდური ავიაკომპანიები აცხადებენ, რომ იყენებენ ალტერნატიულ მარშრუტებს, რაც ფრენების დაგვიანებას იწვევს.
  • Lufthansa: გერმანულმა გიგანტმა განაცხადა, რომ დროებით საერთოდ აარიდებს თავს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეს. კომპანიამ ასევე შეზღუდა ფრენები თელ-ავივისა და ამანის მიმართულებით.
  • Aeroflot: რუსული რეისი, რომელიც მოსკოვიდან თეირანისკენ მიფრინავდა, ირანის ცის ჩაკეტვის გამო უკან დაბრუნდა.
  • Turkish Airlines და flydubai: კომპანიებმა ირანის მიმართულებით რეისების ნაწილი უკვე გააუქმეს.

ორგანიზაცია Safe Airspace-ის განმარტებით, ავიაკომპანიების უმეტესობა ამჟამად ირანის საჰაერო სივრცეს გვერდს უვლის, რადგან სამხედრო აქტივობისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის რისკი კვლავ მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები