ხვალ, 14 სექტემბერს "ბორჯომობა 2024" აღინიშნება. როგორც ბორჯომის მერია იტყობინება, ამ დღესთან დაკავშირებით შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს.
"მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას შეძლებთ გახანგრძლივებული დროით 22:00 საათამდე. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 22:00 საათამდე, ცენტრალური (ისტორიული) პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიზღუდება ავტომანქანების გადაადგილება. ასევე, 14 სექტემბერს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე, ბორჯომ-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო მონაკვეთის მე-2-5 კილომეტრზე (ყოფილი „ტურბაზის“ მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელი სადგერის დასაწყისამდე) შეიზღუდება ავტომანქანების გადაადგილება. აღნიშნულ მონაკვეთზე გაიმართება სპორტული შეჯიბრი „მარათონი“", - იტყობინება ბორჯომის მერია.
ცნობისთვის, "ბორჯომობა 2024"-ის ღონისძიებები მუნიციპალიტეტს 108 088 ლარი უჯდება. ღონისძიების ორგანიზებისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს გეოპროფიმ გაიმარჯვა.