მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ

კაია კალასი

ხვალ, 16 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა, სადაც უკრაინასა და სირიაში მიმდინარე საკითხებთან ერთად საქართველოზეც იქნება მსჯელობა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას პირველად უხელმძღვანელებს ახალარჩეული უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

გასულ კვირაში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ევროკავშირის მხრიდან სანქციებს საჭიროებს. აქციის მონაწილეების დარბევაზე ევროკავშირის პასუხებს შორის შესაძლოა იყოს უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული კატეგორიის პასპორტების მქონე პირებისთვის. ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებას ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

"რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, ცხადად საჭიროებს სანქციებს. მე ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. შეთანხმების მიღწევა 27-ვე დედაქალაქზეა დამოკიდებული“, - თქვა ჰერჩინსკიმ 9 დეკემბერს.

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ორშაბათს ორი ზომა განიხილება: ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირის გლობალური "მაგნიტსკის" სიის ფარგლებში - [რომელსაც] სავარაუდოდ უნგრეთი დაბლოკავს და შესაძლო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები