ხვალ, 6 თებერვალს საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.
bm.ge-ს ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია, რა არის ვიზიტის მიზანი და დღის წესრიგი.
ინფორმაციის მისაღებად უკვე დავუკავშირდით მთავრობის ადმინისტრაციას და მასალა პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.




























