მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, საქართველოს თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვევა

თურქმენეთი

16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია იტყობინება, თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 11:30 საათზე გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები