საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტთან საპროტესტო აქციას შეუერთდება, სადაც სიტყვით გამოვა. მან ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.
"ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ, ხალხთან ერთად, 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით იმისთვის, რომ ყველამ ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამდენი დღეა მართავენ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას პროტესტს და რომლებმაც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანეს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება და ესაა მთელი ქვეყნის მოთხოვნა. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, ხვალ ვიქნებით კიდევ უფრო მეტნი",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.