მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედება

აფხაზეთი

9 იანვრიდან დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედება. "ჩერნომორენერგოს" მიერ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, ელექტროენერგია აბონენტებს დღეში ექვსი საათის განმავლობაში გაეთიშებათ.

როგორც "ეხო კავკაზა" წერს, შეზღუდვები მიღებულია „რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის დაზოგვის აუცილებლობის გამო“. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება „მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას და ენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფას“.

კრიპტოვალუტის მოპოვებამ, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავში წყლის დაბალმა დონემ და რუსული ელექტროენერგიისთვის კომერციულ ფასის გადახდამ, 2024 წლის ბოლოსთვის აფხაზეთი ბოლო წლების ყველაზე მძიმე ენერგეტიკულ კრიზისამდე მიიყვანა. 11 დეკემბრიდან მოსახლეობას დღისით მხოლოდ სამ საათზე ნაკლები პერიოდით მიეწოდება ელექტროენერგია.

23 დეკემბერს კი რუსეთმა აფხაზეთისთვის „ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება“ დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები