მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან მგზავრების გადაყვანების რეგულირება მკაცრდება - "ყველა პირობას ვაკმაყოფილებთ"

ნესტორ მიქატაძე

ხვალიდან საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ. კერძოდ, 1 მარტიდან ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც მგზავრების გადაყვანა მოუნდება, სტანდარტების დაკმაყოფილება და ლიცენზიის აღება მოუწევს, ავტოსადგურმა კი სერტიფიცირება უნდა გაიაროს.

ამასთან, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები დაემატა, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ.

რამდენად მზად არის სექტორი ახალი რეგულაციებისთვის BMG-მ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოსადგურის დიდუბის ავტოსადგურის მფლობელს, ნესტორ მიქატაძეს ჰკითხა.

"დიდუბის ავტოსადგური ძირძველი კომპანიაა, რომელიც იმ დროიდან ოპერირებს, როცა ჯერ კიდევ სავალდებულო იყო ტესტირება. შემდეგ, ნებაყოფლობითი გახდა და ამ დროსაც გავდიოდით ჩვეულებრივ. შემდეგ უკვე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ გადაიბარა ეს ფუნქცია და მოგვთხოვა წარგვედგინა შესაბამისობის სერტიფიკატი. ყველა მონაცემს წლის დასაწყისში ვაგზავნიდით და ის ითვლებოდა სერტიფიკატად.

ჩვენ, სრულად მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა პირობას ვაკმაყოფილებთ, ჩვენ მზად ვართ დამატებითი მოთხოვნების შესასრულებლადაც. ამისთვის ყველა რესურსი გვაქვს. სანაცვლოდ დიდი იმედი გვაქვს, აიკრძალება ე.წ ხიშნიკების არაკანონიერი მგზავრთგადაყვანები" - განაცხადა მიქატაძემ.

მისივე თქმით, კანონის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ბაზარზე ყველა მგზავრთგადამყვანისთვის საერთო თამაშის წესები ამოქმედდება.

ინფორმაციისთვის, მხოლოდ თბილისში 24 ავტოსადგური ფუნქციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები