ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც ნაპოლის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.
კვარაცხელიას ბოლო შედეგები ასეთია. ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა ერთი იუვენტუსის, ორი კი სასუელოს წინააღმდეგ (პლუს 1 საგოლე გადაცემა). სულ კი მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიას უკვე 9 გოლი და 4 ასისტი დაუგროვდა.
ნაპოლი მომდევნო მატჩს „ტორინოს“ წინააღმდეგ ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე გამართავს.
შეგახსენებთ, - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/2023 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.