ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა.
გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე აჩვენებენ.
მატჩი გელზენკირხენში მიმდინარეობს.