მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კი ევროპას, არა რუსულ კანონს! - რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მარში მიმდინარეობს

თავისუფლების მარში

ი ევროპას, არა - რუსულ კანონს! - ამ სლოგანით დაიწყო პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მარში.

მარშის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ასეთია, - ჩვენ, არ დავთმობთ 9 აპრილის მონაპოვარს.

მარშის მონაწილეებს შორისაა ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლება გასული წლის მსგავსად ამ კანონს ვერც წელს მიიღებს.

"ხელისუფლებას არ გაუვა ამ რუსული კანონის მიღება, იმიტომ რომ საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და საქართველოში არასოდეს იქნება პუტინის მსგავსი რეჟიმი. შარშან ეს ერთხელ უკვე ვთქვით და არც ახლა დავიღლებით, მანამ სანამ საჭირო იქნება ვიდგებით ყოველდღე და ფიზიკურად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს", - განაცხადა ლომჯარიამ.

რუსული კანონის მიღებით ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და საბოლოო შედეგი მათი გაუქმება იქნება, ამაზე საუბრობენ აქციის მონაწილეები.

რუსული კანონის მიღებით ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და საბოლოო შედეგი მათი გაუქმება იქნება, ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი.

"ქართული ოცნება მანიპულირებს, რომ თითქოს ჩვენ შინაარსში არ შევდივართ, რომ თითქოს ეს არ არის რუსული კანონი და რომ თითქოს ევროპაც ამას იღებს და აშშ-ც, მაგრამ ქართული ოცნება ცდილობს, რომ პირველ რიგში, მისი მხარდამჭერები და შემდეგ ხალხი შეიყვანოს ისტორიულ შეცდომაში, რადგან ამ კანონის მიღებით ჩვენ ყველა შემთხვევაში, მოვექცევით ზუსტად იმავე მმართველობის ქვეშ, რაც არის რუსეთში, სადაც განადგურებულიაა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება", - ამბობს მაია კოპალეიშვილი.

მარშს არასამთავრობოებთან ერთად, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მედიის და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები