მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება - მერია

გადახდის აპარატი

სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები - შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.

პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება.

საქართველოს ბანკში bm.ge-ის უთხრეს, რომ დაფიქსირდა აპარატების ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელადაც მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები.

"ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემას ბანკისგან დამოუკიდებლად მართავენ შპს „მს+“ და შპს „აზრი“. დაფიქსირდა აპარატების ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელადაც მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები".

"არ ვიცით მასშტაბი" - სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ, რომ გადახდის აპარატებიდან სხვადასხვა ხმა ისმის

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები