მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბერთაღლითობის ახალი სქემა - როგორ უნდა მოიქცეთ ფიშინგის თავიდან ასარიდებლად?

თაღლითობა
16.11.23 11:32
2293

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ფიშინგის ახალი სქემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მათი ინფორმაციით, სქემა სოციალური არხებით მოგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით მუშაობს.

„მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ისევ გააქტიურდნენ კიბერთაღლითები. მათ ახალი სქემა შეიმუშავეს. ამჯერად whatsapp-ის, viber-ის ან sms-ის საშუალებით უგზავნიან მომხმარებელს გზავნილს და ატყობინებენ, თითქოს მან მოიგო გარკვეული თანხა გათამაშებაში, რისთვისაც უნდა გადავიდნენ ბმულზე. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში არის მაღალი რისკი იმის, რომ მომხმარებლის პირადი საბანკო ინფორმაცია მოიპოვონ თაღლითებმა და დაეუფლონ მის კუთვნილ თანხას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ეს რჩევები:

  • დააკვირდი გამომგზავნის დასახელებას და ბმულის მისამართს
  • დარწმუნდი, რომ სწორად არის მითითებული გამომგზავნი ბანკის დასახელება და ვებგვერდის მისამართი
  • არ გადახვიდე და არ შეიყვანო შენი საბანკო ინფორმაცია და პაროლი საეჭვო ბმულებზე.

თუ შემთხვევით გადახვედით ბმულზე, არ დააჭიროთ გამოსულ ფანჯარას. თუ შენიშნე, რომ შენი საბანკო მონაცემები საეჭვო გვერდზე შეიყვანე, დაუყოვნებლივ:

  • დაბლოკე ბარათი ციფრული ბანკიდან
  • განაახლე user-ი და პაროლი
  • დაუკავშირდი შენს ბანკს“, - ურჩევენ მოსახლეობას „საზოგადოება და ბანკებში“.

საზოგადოება და ბანკები მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლის ინფორმირებას თაღლითური სქემების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები