მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბერთაღლითობის ახალი სქემა - რა უნდა გაითვალისწინოთ?

649c09938e9f9
BM.GE
28.06.23 14:54
597
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ კიბერთაღლითობის ახალ სქემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, ბოლო დროს გახშირდა კიბერთაღლითობის შემთხვევები ახალი სქემით: მომხმარებლებს სხვადასხვა ბანკის სახელით ეგზავნებათ სმს შეტყობინება ან წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მოტყუებით სთავაზობს მათ თითქოსდა სხვადასხვა გათამაშებაში ჩართვას. მომხმარებელი გადადის ყალბ ბმულზე, შეჰყავს პირადი ინფორმაცია და ეხვევა მახეში, რადგან ბარათის მონაცემების გაზიარებისას კიბერთაღლითი მონაცემებს იპარავს. ამის შემდეგ ის მოპარული ბარათის მონაცემებს ამატებს Apple/Google Pay wallet-ში, რა დროსაც მომხმარებელს ეგზავნება სმს კოდი ოპერაციის დადასტურებისთვის. სამწუხაროდ მომხმარებელი ამ კოდსაც აზიარებს. კიბერდამნაშავე კი ვოლეტში დამატებული ბარათით ახორციელებს გადახდებს პოს ტერმინალზე ან ელექტრონულ კომერციაში, ვებგვერდზე გადახდით. რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს:

• არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე
• დააკვირდით ბმულს! როგორც წესი, ოფიციალური აპლიკაციის/ვებგვერდის სიმბოლოებში განსხვავებაა
• თავად აკრიფეთ მისამართი და დააკვირდით ბოქლომს (უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში)
• არასდროს გაუზიაროთ არავის პირადი საბანკო მონაცემები და ერთჯერადი კოდი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები