მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიბო ყოველთვის განაჩენი არ არის! - ეკატერინე არქანიას ნარატივი

საქართველოში ყოველწლიურად კიბოს დაახლოებით 10.000 შემთხვევა რეგისტრირდება. ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა და სამწუხაროდ ონკოლოგიის სფეროში დაავადებების სიხშირის ტენდენცია წლიდან წლამდე მზარდია. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ახალი მეთოდები, პრეპარატები და დროული დიაგნოსტიკა ცხადყოფს, რომ კიბო განაჩენი არ არის. ამ პროცესში ცხადია განსაკუთრებით დიდი როლი ექიმს აქვს, იმ ადამიანს, რომელიც ვერაგი დაავადების დამარცხებისთვის ბრძოლაში პაციენტის გვერდით არის და ყველაფერს აკეთებს მისი სიცოცხლის გადასარჩენად. დღეს სწორედ ასეთი ექიმის შესახებ უნდა მოგიყვეთ და გაგაცნოთ ქალი, რომელმაც ამ პროფესიას საკუთარი თავი მიუძღვნა და უკვე 20 წელია კიბოს დამარცხებისთვის იბრძვის, ბრძოლას კი აზრი ყოველთვის აქვს.

სტუმარი: ეკატერინე არქანია - “ჰელსიკორის” ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად