მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევი ეუთო/ოდირის მისიის დასკვნებს მხარს უჭერს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ბელორუსული გზით არ წავიდეს

სს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „არ წავიდეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ბელორუსული გზით“.

განცხადების თანახმად, კიევი ეუთო/ოდირის მისიის დასკვნებს მხარს უჭერს და ამბობს, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა. მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმის მიცემის გამჭვირვალობის არარსებობა, ოპოზიციური პარტიების მასმედიამდე წვდომის შეზღუდვა - ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რითაც ამ არჩევნებმა თავი დაგვამახსოვრებინა.

გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ გზასთან ევროკავშირისა და ნატოსკენ. არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას”, - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები