მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევი თავდაცვისთვის ემზადება - კლიჩკო

62277948663ff
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.22 19:44
1517
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დედაქალაქის გამაგრება გრძელდება და ქალაქი თავდაცვისთვის ემზადება. ამის შესახებ მან ინფორმაცია Telegram-არხის საშუალებით გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, დედაქალაქში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სასიცოცხლო მხარდაჭერის ყველა საწარმო, ასევე სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები მუშაობს. დღეს „ციფრულმა კიევმა“ იმ აფთიაქების რუკა განაახლა, სადაც ინსულინის შეძენაა შესაძლებელი.

„საავადმყოფოები და სამშობიაროები მუშაობენ და ვისაც დახმარება სჭირდება, ყველა პაციენტს იღებენ“, - აღნიშნა კლიჩკომ.

სისტემურად მუშაობს ჰუმანიტარული შტაბი, რომელიც ქალაქმა შექმნა. „ლოგისტიკა გამართულია. ჩვენ დახმარებას უკრაინული და უცხოური ბიზნესისგან და ჰუმანიტარულადაც ვიღებთ, ვისთვისაც ეს საკითხი სულ ერთი არ არის. ვანაწილებთ მას და ყველა საჭირო პროდუქტის რეზერვებს ვქმნით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ვიტალი კლიჩკომ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და კიეველებს გამძლეობისკენ, ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები