მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევის მეტრომ მუშაობა განაახლა

5ecd0e07b408d
ნათია თაქთაქიშვილი
26.05.20 18:24
941
კიევსა და ხარკოვში მეტრომ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკარაინაში მეტროს ოპერირება მარტის შუა რიცხვებისთვის შეჩერდა კორონავირუსის პრევენციის მიზნით.

დღეს მგზავრები მეტროში მხოლოდ ნიღბით დაიშვებიან. წესრიგს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. თავდაპირველად, ხელთათმანების ტარებაც აუცილებელი იყო, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალეს და მგზავრები ხელთათმანების გარეშეც შეძლებენ მეტროს გამოყენებას.

კიევის მეტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მგზავრებს ვისაც სიცხე 37.2 °C ზევით დაუფიქსირდებათ, ისინი მეტროთი ვერ ისარგებლებენ.

უკრაინის დედაქალაქში მეტროსადგურებში სოციალური დისტანციის დასაცავად ადგილები მოინიშნა, ვაგონებს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.

როგორც წესი, კიევის მეტრო თვეში დაახლოებით 1.4 მილიონ მგზავრს ემსახურება, ხოლო ხარკოვის - 600,000.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები