უახლესი ცნობებით, კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 37-ს მიაღწია.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, იერიშის შედეგად მილის დასახლებაში საწყობი დაზიანდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. მისივე ცნობით, დაღუპულთა შორის არის დმიტრივკის თემის ხელმძღვანელი ტარას დიდიჩი, რომელიც თავდასხმის შემდეგ ადამიანების გადარჩენაში მონაწილეობდა.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვლის დაწესებულება. ტერიტორიის დატოვება 370-ზე მეტ ადამიანს მოუწია.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, იერიშის შედეგად 42 ადამიანი დაშავდა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და, შესაბამისად, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული შესაძლო სამსახურებრივი დაუდევრობის ფაქტზე. მისი თქმით, საბრძოლო მასალის საცხოვრებელ ზონებთან ახლოს განთავსება დაუშვებელია და მომხდარზე პასუხისმგებელი პირები პასუხს უნდა აგებდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის იერიშები ქვეყნის სხვა რეგიონებსაც შეეხო. თავდასხმებში 260-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა.
Since last evening, efforts have been underway in the village of Myla near Kyiv to deal with the aftermath of a Russian drone strike. On-site coordination centers have been set up to assist people. All necessary services are deployed. State Emergency Service units are on the… pic.twitter.com/mQU2DHZYU7
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 29, 2026




























