BBC-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, ზოგიერთი მაღაზია, ბაზრობები და მაგალითად მაკდონალდსი საერთოდ არ გაიხსნა. მოსახლეობა ყიდულობს წყალს და საკვებს.
ამავე დროს კიევის მეტროში ადამიანები უფასოდ შედიან და მეტროში მოქალაქეთა რაოდენობა იზრდება.

კიევის გამოსასვლელში კი საცობები შეიქმნა. მოქალაქეთა ნაწილი ქალაქის დატოვებას ცდილობს. ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.




























