მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიევში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს - არის მსხვერპლი

623866a8b2452
მარიამ ვარადაშვილი
21.03.22 12:59
882

გვიან ღამით კიევში საცხოვრებელი სახლისა და სავაჭრო ცენტრის დაბომბვას სულ მცირე 8 ადამიანი შეეწირა. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს

მომხდარს კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლსა და სავაჭრო ცენტრზე მიიტანა იერიში. დაბომბვის შედეგად სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო, თუმცა ვლადიმერ პუტინი და რუსეთის სახელწმფო მედია მას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. ომის დაწყების შემდეგ  უკრაინის 3 მლნ-ზე მეტი მოქალაქე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები