მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიდევ ერთი ომის დანაშაული ჩაიდინა რუსეთმა უკრაინაში - ზურაბიშვილი ოდესაზე თავდასხმა ეხმაურება

64bd1dacf382d
მარიამ ვარადაშვილი
23.07.23 16:30
507
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დილით ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

“კიდევ ერთი ომის დანაშაული ჩაიდინა რუსეთმა უკრაინაში. უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, ოდესასა და მის მშვიდობიან მოსახლეებზე, ასევე საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში დარღვევას”,-წერს საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერზე.

რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. ჭურვი მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე ფერიცვალების ტაძარს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები