17 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს ამაზონმა ელექტრონული წიგნის წამკითხავი მოწყობილობა - ქინდლი გამოუშვა და მკითხველს შესაძლებლობა მისცა, საყვარელი წიგნები ერთი პატარა მოწყობილობის საშუალებით მუდმივად თან ეტარებინათ და კითხვის პროცესი მეტად მარტივი და კომფორტული გამხდარიყო. 2007 წლიდან დღემდე ქინდლმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ, მისი ფერადი ვერსიის გამოშვებით დაგვირგვინდა.