მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კინზინგერი თქვენი მეგობარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობას სულ დაეთანხმება - კელი დეგნანი

6323669f3330f
ალა ისპირიანი
15.09.22 21:45
694
კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ საქართველოს მთავრობიდან რუსული გავლენა უნდა განიდევნოს.

"საქართველოში ჩემი მეგობრებისთვის. მეამაყება საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარე, რომ ვარ. თუ თქვენი ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ განდევნოთ რუსული გავლენა და მისი მოქმედი პირები თქვენი მთავრობიდან და საზოგადოებიდან, არ ვიცი სხვა რა შთაგაგონებთ. მეამაყება ქართული ლეგიონის", - დაწერა მან.

აღნიშნული კომენტარი საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის კითხვის პასუხად შეაფასა.

როგორც დეგნანმა თქვა, კინზინგერი საქართველოს მეგობარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობას სულ დაეთანხმება.

"კონგრესმენი კინზინგერი წარმომადგენლობითი პალატის წევრია, რომელიც ჩვენს სისტემაში მთავრობის სრულიად ცალკე შტოა. მას თავისი პოზიციის გამოხატვა შეუძლია. ის საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური მომავლის დიდი გულშემატკივარია. ეს ის საკითხია, რისთვისაც ის მრავალი წელია, მუშაობს. ის საქართველოს მეგობარია, ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოღვაწეობის დიდი თაყვანისმცემელია. შესაბამისად, თქვენ კონგრესმენ კინზინგერის სახით ნამდვილი მეგობარი გყავთ და ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველთვის დაეთანხმება ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება ან ყველაფერს, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს. სწორედ ამაშია დემოკრატიის ხიბლი, რომ შესაძლოა, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები და ამ განსხვავებულობიდან ვიღებთ დებატებს, რასაც იმ პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებამდე მივყავართ, რაც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება", - ამბობს დეგნანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები