მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კითხვარის შევსება არაა სპრინტი, მთავარია გაცემული პასუხების ხარისხი - ჰარცელი EU კითხვარზე

6270e6e642977
შოთა ტყეშელაშვილი
03.05.22 12:41
1076
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს მიერ EU კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ელჩი ამბობს, რომ მთავარი არა შევსების სიჩქარე, არამედ გაცემული პასუხების ხარისხია.

კარლ ჰარცელის თქმით, ევროკომისია შევსებულ კითხვარზე გადაწყვეტილებას შემდეგ თვეში მიიღებს.

“დიდი პატივი მერგო, რომ გუშინ პრემიერისგან მივიღე პასუხი კითხვარზე და დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ პასუხს მეორე კითხვარზეც. ეს შეესაბამება იმ ვადებს, რაც არის განსაზღვრული.

ამასთანავე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რაც არის ცხადი - ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სპრინტი. შესაბამისად, ეს არაა სიჩქარეზე, არამედ ამ კითხვების ხარისხზე და იმ ობიექტურ შეფასებაზე, რასაც ევროკომისია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის საფუძველზე მოამზადებს, თუ რამდენად იცავს საქართველო ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს,”- აცხადებს ჰარცელი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები