მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კივის იმპორტ/ექსპორტი გაიზარდა - ვინ ყიდულობს და ყიდის პროდუქტს?

საქსტატი

2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველოში კივის ექსპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში 2 006 ტონა ახალი კივის შესაძენად ქვეყნიდან 995 ათასი დოლარი გავიდა. იმპორტის ღირებულება წლიურად 34.6%-ით, მოცულობა კი 16.9%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში კივის იმპორტის დინამიკა მზარდია.

საქართველოსთვის კივის საიმპორტო ბაზარი სულ სამ ქვეყანას აერთიანებს, საიდანაც დიდი ნაწილი ირანზე მოდის. იანვარ-ოქტომბერში საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  1. ირანი - $806 ათასი, 1 752 ტონა;
  2. თურქეთი - $108 ათასი, 230 ტონა;
  3. ნიდერლანდები - $80 ათასი, 22 ტონა.

მიუხედავად იმისა, რომ კივის იმპორტის მოცულობა არც ისე დიდია, bm.ge-მ საქსტატიდან იმპორტიორი კომპანიების ხუთეული გამოითხოვა. ესენია: შპს აგროფლორა, შპს აგროფლორა, შპს გარდენი, შპს პროგრესი, შპს პროგრესი.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან კივის რეალიზების მაჩვენებელი მცირეა. თუმცა წელს ქვეყანამ ექსპორტზე 246 ათასი დოლარის ღირებულების 131 ტონა კივი გაიტანა. აქედან 102 ათასი დოლარის 41 ტონა ადგილობრივი ექსპორტი, დანარჩენი კი რეექსპორტია. კივის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა რამაც 303 ათასი დოლარი და 384 ტონა შეადგინა.

საქართველოდან გაყიდული კივის დიდი ნაწილი 150 ათასი დოლარის, 94 ტონა სომხეთში, 96 ათასი დოლარის 36 ტონა კი იაპონიაში. ექსპორტიორი კომპანიების ხუთეული კი ასე გამოიყურება: შპს G&I group, შპს GEORGIANTRANS+, შპს არომაპროდუქტი, შპს გეოიმპექს, შპს გეოიმპექს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები